ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი”, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის გ.ს.-ს მიმართ, ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 300.79 გრამი გამოავლინეს. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კანონდამრღვევ მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები ტვირთის გადასაზიდი ურიკის სახელურებსა და ფეხსაცმელების ჩასაფენებში მალულად ჰქონდა მოთავსებული.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და მონეტები (საერთო წონით 216.03 გრამი), გამოვლინდა, საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ქუთაისის აეროპორტი“. მებაჟე ოფიცრებმა მილანი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქის ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 28 984 ლარის ღირებულების საქონელი აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სიახლეები
- “ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ” - ირაკლი კობახიძე
- “ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ – როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით” - ირაკლი კობახიძე
- მერიამ „ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით“ „მოტოინსპექცია“ შექმნა
- “ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები თავს დაესხნენ საპატრიარქოს - ჰერჩინსკი ან გაემიჯნება ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე” - შალვა პაპუაშვილი