მახინჯო და გაუნათლებელო - ქუთაისში ჟურნალისტებსა და გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს
მახინჯო და გაუნათლებელო – მერიაში დასაქმებულმა ტელეკომპანიის “მეგა ტვ” და რადიო “ძველი ქალაქის” ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს მოქალაქემ დახმარების თხოვნით მიმართა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მფლობელი ღობის აშენებას ცდილობდა. იმის გამო, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ვერ თუ არ გაატარა ქმედითი ღონისძიება, რათა მშენებლობა წარმოებულიყო პროექტის შესაბამისად, მოქალაქეს საქმეში ჟურნალისტების ჩართვა გადაწყვიტა.
ადგილზე მისულ ჟურნალისტეს სამშენებლო სამუშაოების ნაწილი შესრულებული დახვდათ. როდესაც ოპერატორი მშენებლობას იღებდა, სასტუმროს სავარაუდო მფლობელები აგრესიული ფორმით მათ თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, “მეგა ტვ”-ს ჟურნალისტს კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. როგორც აღმოჩნდა სასტუმროს სავარაუდო მფლობელის შვილი, ნანო კიკნაძე ქუთაისის მერიის საინფორმაციო ცენტრის მკვლევარ ოპერატორია.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი