რა მოთხოვნოთ მიმართეს ქუთაისის სკოლის მოსწავლეებმა პარლამენტს
მამის დღე – საქართველოში, შესაძლოა, ახალი უქმე დღე დაწესდეს.
შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს ქუთაისის კერძო სკოლის “ღონე ქვეყნისა” მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიმართეს.
ირკვევა, რომ მათი ინიციატივით, ეს დღე 19 დეკემბერს უნდა დაწესდეს და 3 მარტის (დედის დღე) მსგავსად, უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.
“დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს მამის დღე. გვსურს ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს და მეორე მშობლის მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება. მიგვაჩნია, რომ მამის დღე უნდა იყოს 19 დეკემბერს, როდესაც ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარ ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც შვილს ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს”, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.
ინიციატივას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას ბიუროს აცნობებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე