მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული ღელეს გამო მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული ღელეს გამო მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული იყო ღელე, რომელსაც მოჰქონდა ტალახი. სოფელში შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.
უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა. ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 - კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმების მიზანი "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილია
- “უკრაინას აქვს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ ჰყავს მილიონობით ახალგაზრდა და არ აქვს ტერიტორიები, დედა ეტირა, ეს გინდათ საქართველოსთვის? “ - ირაკლი ზარქუა
- “კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის” შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა” - შალვა პაპუაშვილი
- გიორგი გახარია განმარტავს, რატომ მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში
- უკრაინაში მთავრობა შეიცვალა - რას ნიშნავს და რა კავშირი აქვს ვაშინგტონთან?