ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო. პირველი სკოლისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარედ განახლდა გაზონები და დეკორატიული მცენარეები დაირგო.
გამწვანების პროექტში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.
„ჩვენ დავიწყეთ გამწვანების პროექტები ქალაქის სხვადასხვა უბანში. მისასალმებელია, რომ ასეთ პროექტებში ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდები - სტუდენტები, მოსწავლეები. ამჯერადაც, რუსთაველის ქუჩაზე ერთად დავრგეთ დეკორატიული მცენარეები და განვაახლეთ გაზონები,“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
მარადმწვანე მუხის, ირმის რქის, ტუია „სმარაგდას“, დამფენი ღვიას ნერგები პროექტის მონაწილეებმა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დარგეს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"