ქუთაისის მერიის ინიციატივით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო
ქუთაისის მერიის ინიციატივით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო. მერიის გადაწყვეტილებით, იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მერია 4 სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და პროექტში მონაწილე ხუთი ლიცენზირებული კერძო სკოლის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
„ქუთაისი არის განათლების ქალაქი, დიდი ტრადიციებით- დაწყებული გელათის აკადემიიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ განათლება პრიორიტეტად გვაქვს არჩეული და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება კარგი პირობები შევუქმნათ მომავალ თაობებს განათლების მისაღებად. სოციალურად დაუცველი ოჯახების აბიტურიენტების საგამოცდო საგნებში მომზადების დაფინასებაც სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ. შევხვდით თავად ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და ერთობლივად ავარჩიეთ პროექტის განხორციელების ოპტიმალური ვარიანტი. პროექტში მონაწილე მეთორმეტეკლასელები უკვე ესწრებიან მეცადინეობებს მათ მიერვე არჩეულ სასკოლო საგნებში. მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნულ პროექტს კი, ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ, “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტში კერძო სკოლები: ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა“, სასწავლო ცენტი „მერმისი“, შპს #1 სკოლა და „ინტელექტი“ მონაწილეობენ.
სიახლეები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი
- "უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა" - მეუფე შიო