ქუთაისში დავით ხახალეიშვილის ხსოვნისა და 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ხსოვნისა და 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, დავით ხახალეიშვილის ოჯახის წევრები, ასევე ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები დაესწრნენ.
ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისის სპორტის სასახლეში, კადეტებს შორის ღია პირველობა ჩატარდა ძიუდოში. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. აქვე მოეწყო დავით ხახალეიშვილის სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა.
სპორტის მუზეუმის საგამოფენო სივრცე კი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლებისა და ექსპონატების გამოფენას დაეთმო.
„დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია, რომელმაც უმაღლესი სპორტული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოიპოვა. ქუთაისელმა ძიუდოისტმა მრავალგზის ასახელა მშობლიური ქალაქი და ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. დასანანია, რომ დათო ასე ნაადრევად წავიდა. სახელოვანი სპორტსმენის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება გავმართეთ ქუთაისში. მის კოლეგებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად დავით ხახალეიშვილის ხსოვნას კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი.“- განაცხადა ქუთაისის მერმა.
სპორტის მუზეუმში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ,,ერთი ჩემპიონის ისტორია“ ჩვენებაც, რომელშიც დავით ხახალეიშვილის სპორტული ცხოვრების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტებია აღბეჭდილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი