იოსებ ხახალეიშვილი საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მოსახლეობის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, ამ უბანში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზეა მუშაობა დაწყებული.
რიონჰესის ქუჩაზე, #11-ის მიმდებარედ, ეწყობა საყრდენი კედელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ ძელსკამებიც დაიდგმება.
თომაშვილის ქუჩაზე კი სკვერი კეთდება - საბავშვო ატრაქციონებით, გამწვანებით, საპარკე სკამებით.
სოლომონ მეორის ქუჩაზე, წყალწითელას დასახლების მიმდებარედ, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი.
"ვაგრძელებ ადმინისტრაციულ ერთეულებში გასვლას. საფიჩხიაზე, რამდენიმე ქუჩაზე ვიყავით. ამ უბანში სამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიდის ახლა მუშაობა. კეთდება საყრდენი კედელი, ეწყობა სკვერი და სპორტული მოედანი. როდესაც ხდება პროექტების შერჩევა, უპირველესად მოსახლეობის ინტერესებს, მათ თხოვნებს ვითვალისწინებთ და სწორედ ასე შევარჩიეთ, ამ ეტაპზე რა უნდა გაკეთებულიყო საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში,“- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.
ქალაქის მერი ტყიბულის ქუჩაზე მცხოვრებ ლანჩავების მრავალშვილიან ოჯახსაც ესტუმრა და მათ სასურსათო ნობათი გადასცა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი