"რა მნიშვნელობა აქვს პანდემია დაგვხოცავს თუ შიმშილი" - ქუთაისის მოსახლეობა
მთავრობამ სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვის პირობით, მუშაობის განახლების უფლება მისცეს.
დიდ სავაჭრო ცენტრებთან დილიდან შეიქმნა გრძელი რიგები – შენობაში მყიდველს შეზღუდული რაოდენობით უშვებენ (ერთი ადამიანი 20 კვადრატულ მეტრზე). ნაკადი მკაცრად რეგულირდება და რიგი კი წინ ნელა მიიწევს.
შეცვლილია სავაჭრო ობიექტების მუშაობის გრაფიკიც – დილის შვიდიდან საღამოს შვიდ საათამდე.
არსებულ სიტუაციაზე FirstNews.ge ქუთაისის მოსახლეობასა და გარემოვაჭრეებს გაესაუბრა.
"დაგვტოვეს ულუკმაპუროდ, ერთი თვეა სახლში ვზივართ, როგორ ვარჩინოთ შვილები -შვილიშვილები, ისევ ღარიბებს და გაჭირვებულ ფენას არ მოგვეცა მუშაობის შესაძლებლობა. აბა გაიხედეთ სავაჭრო ცენტრებში რა ხდება და როგორი რიგებია. იმათთვის არაა ვირუსი და პანდემია? ან არ უნდა გაეხსნათ, ან ყველა თანაბარ პირობებში უნდა ვყოფილიყავით. საახალწლოდ ჩვენც ვიშოვიდით ორ კაპიკს და გავახარებდი ჩემს შვიდსულიან ოჯახს. ყველა ჩემს ხელებსაა მიჩერებული. რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? რატომ არ ზრუნავს მთავრობა ჩვენზე. რა მნიშვნელობა აქვს პანდემია დაგვხოცავს თუ შიმშილი."
ერთ-ერთი მოქალაქე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: "არ გახსნეს ტრანსპორტი და ნახეთ, მაინც რა ხდება სავაჭრო ცენტრებში და აზრი? პენსიონერი დედისთვის მინდოდა წამალი? უბნის აფთიაქში არ იყო და მითხრეს ქალაქის ცენტრის მიმდებარე აფთიაქში იყო ეს წამალი. არ მყავს ტრანსპორტი და არც ტაქსის ფული მქონდა. ფეხით წამოვედი გარეუბნიდან ცენტრამდე, 3 კილომეტრზე მეტი და მე როდის მივალ სახლში ან დედა როგორ დამხვდება. ესაა რეალობა. მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილებაა მიიღო და ისევ გაჭირვებული ოჯახები ზარალდებიან სამწუხაროდ".
(რესპონდენტების თხოვნით მათ სახელსა და გვარს არ ვასაჯაროვებთ)
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი