ვინ არის 8 შვილის დედა, რომელიც კოვიდიან პაციენტებს უსასყიდლოდ მკურნალობს
ნათია დიაკონიძე 8 შვილის დედაა. კოვიდიანი პაციენტების დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსი დაამარცხა. ის ოჯახებში მიდის და ვირუსისგან დასუსტებულ პაციენტებს გადასხმებს უკეთებს, ამხნევებს და შიშის დაძლევაში ეხმარება. "მე ძალიან ვამაყობ ამ მშვენიერი ქალბატონით, რომელიც ჩუმად, მშვიდად აკეთებს სიკეთეს და ყველაზე გაჭირვებულ ხალხს ეხმარება!" - წერს მასზე ერთ-ერთი მადლიერი პაციენტი, დანარჩენზე კი - თავად ნათია გვიამბობს:
ქუთაისელი ვარ. "კოვიდ-19" ახალი დამარცხებული მქონდა, როცა "ფეისბუკში" ქუთაისელი გოგონას სტატუსი ვნახე: წერდა - კოვიდიან პაციენტებს გადასხმებს უფასოდ გავუკეთებო. მე არასრული სამედიცინო განათლება მაქვს, ბავშვების გამო სწავლის დასრულება ვეღარ შევძელი, მაგრამ გადასხმებს დიდი ხანია ვაკეთებ. გადავწყვიტე მისგან მაგალითი ამეღო და დღეს ეს საქმიანობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა - მივდივარ ოჯახში, სადაც კოვიდიანი ადამიანი ცხოვრობს და სამედიცინო დახმარებას ვუწევ: ზოგჯერ მათ ვიტამინები სჭირდებათ, თუ საჭიროა, ნემსსაც ვუკეთებ და გადასხმებსაც.
ხალხი შეშინებულია. ამ დროს თბილი სიტყვა და თბილი მოპყრობა ბევრს ნიშნავს. ჩემი მაგალითიც მომყავს - ვეუბნები, რომ ვირუსი მეც მქონდა, მაგრამ მოვერიე და ახლა კარგად ვარ... სახლში ზოგჯერ ღამის 2 საათზე შევდივარ - ერთ-ერთი პაციენტის შვილს საშვი აქვს და როცა აუცილებელია, ყოველთვის მეხმარება. დღეში 15-20 გადასხმას მაინც ვაკეთებ. იყო დღე, როცა გადასხმა 30 პაციენტს დასჭირდა. ზოგჯერ ერთ ოჯახში რამდენიმე ინფიცირებულია.
- ფულს რომ არ ვიღებ, ცდილობენ სხვაგვარად მცენ პატივი. ერთ-ერთი პაციენტის ოჯახს თურმე დუშეთში სკები ჰქონია და ყოველ მისვლაზე თაფლს მჩუქნიდნენ. როცა ვატყობ, რომ ოჯახს ძალიან უჭირს. ტაქსის ფულსაც არ ვართმევ. თუმცა, ვისაც საშუალება აქვს, მცირე თანხას მჩუქნის ხოლმე.
- მიუხედავად დიდი პრობლემებისა და წინააღმდეგობისა, ღმერთმა რამდენი შვილიც მომცა, იმდენი გავაჩინე. ბედნიერი ვარ, რომ 8 შვილი მყავს - 4 ბიჭი და 4 გოგო. უფროსი ბიჭი 23 წლისაა, უკვე ცოლიანია. უფროსი გოგონები 17-18 წლის არიან და პატარებს ისინი უვლიან. დედ-მამაც მხარში მიდგას, დებიც შეძლებისდაგვარად ხელს მიწყობენ. მეამაყება, რომ ჩემი 4 შვილი პატრიარქის ნათლულია. მადლობა უნდა ვუთხრა კეთილ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მრავალშვილიან ოჯახს პერიოდულად ეხმარებიან. მეც ბევრს ვშრომობ, მთელი დღე გადარბენაზე ვარ, ძლივს ვახერხებ, რომ 10-15 წუთით შინ შევირბინო და ბავშვებს დავხედო.
- დილიდან საღამომდე! ბევრი ადამიანი მელოდება და ვერ ვუღალატებ. ზოგჯერ "კოვიდი" მთელ ოჯახს აქვს და ექთნის ან ექიმის დახმარება ყველას სჭირდება.
- როცა სიცხე აქვთ, ორგანიზმი გამომშრალია. პირველ დღეებში მადა ეკარგებათ, ცუდად არიან და წყალსაც აღარ სვამენ. ასეთ დროს ორგანიზმი იფიტება და სითხის რაოდენობის აღდგენაა საჭირო. ამიტომ, თუნდაც არ უნდოდეს, ინფიცირებულმა წყალი მაინც უნდა დალიოს. ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა ისიც, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმთან გარბიან, ტესტის გასაკეთებლად უზარმაზარ რიგში დგებიან და იქ მდგომარეობა უფრო ურთულდებათ. სხვათა შორის, ჩემი ერთი პაციენტის გადაყვანა უნდოდათ კოვიდსასტუმროში და არ გავაშვებინე! 75 წლის კაცია, ვირუსისგან დასუსტებული იყო, რამდენიმე გადასხმა გავუკეთე და თანდათან გამოკეთდა. კოვიდ-სასტუმროში ვინ მიეშველებოდა? ოღონდ, 4-5 დღის შემდეგ ავადმყოფს მაღალი ტემპერატურა თუ გაუგრძელდება, მერე უკვე სჭირდება კლინიკაში გადაყვანა და ფილტვების გადაღება.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"