იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი
იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი.
,,პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ერთობლივ ეფექტურ მუშაობას უკავშირდება, რათა ტესტირება ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს ხელმისაწვდომი როგორც დროის თვალსაზრისით, ასე ტერიტორიულად," - ზვიად შალამბერიძე.
მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყანის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო, დღეში, დაახლოებით 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. ამავდროულად, განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი