"100 სკამი ცის ქვეშ" - თეატრი რეგულაციების დაცვით
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მსოფლიოში შეიცვალა არა მხოლოდ ყოველდღიურობა, შეცვლილია კულტურული ცხოვრების წესიც.
განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები, ცდილობენ რეგულაციების დაცვით საკუთარი პროფესიის აქტივობა აღადგონონ.
ვაკის პარკის ღია კინოთეატრი Club 33a წარმოადგენს ახალ პროექტს "100 სკამი ცის ქვეშ". 7 ივლისიდან 11 აგვისტომდე, ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ვაკის პარკის ცის ქვეშ, მაყურებელი საყვარელ თეატრებს და მონატრებულ სპექტაკლებს შეხვდება.
პროექტის ფარგლებში, სცენაზე 13 ქართული თეატრი და ორი დამოუკიდებელი პროექტი წარსდგება.
პროექტის ორგანიზატორის მაია გელოვანის განმარტებით, ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგულაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებენ და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან არსებულ ვითარებას.
პროექტს "100 სკამი ცის ქვეშ" 7ივლისს გახსნის მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორის, დავით დოიაშვილის სპექტაკლი “გაყრა” .
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე