101 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან - ქვეყანა ისტორიულ თარიღს აღნიშნავს
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
1918 წლის 16 მაისს, 17:10 წუთზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში მოხდა. ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა და ქვეყანა დამოუკიდბელ სახემწიფოდ გამოაცხადა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტია, მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი, ასევე აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა.
დამოუკიდებლად მაშინ ქვეყანამ მხოლოდ 4 წელი იარსება, თუმცა, სწორედ ეს აქტი გახდა უკვე 1991 წელს საქართველოს დამოუკდიებლობის გამოცხადების საფუძელი. იმ დღიდან საქართველო ისევ იბრძვის, რომ ქვეყანაში 1921 წლის 25 თებერვალი აღარ გამეორდეს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები იმართება. თბილისში კი ეპიცენტრი ტრადიციულად, რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი იქნება.
სიახლეები
- ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები