წელს სტალინის მუზეუმს დაახლოებით 160 000 დამთვალიერებელი ესტუმრა
გორში იოსებ სტალინის მუზეუმის თანამშრომლების ცნობით, 2018 წელს დეკემბრამდე, მუზეუმი დაახლოებით 160 000-მა ადამიანმა დაათვალიერა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
,,სტატისტიკას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ დამთვალიერებლების რიცხვი იზრდება. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, განსაკუთრებით უცხოეთიდან. ამის მიზეზი ისაა, რომ დასტაბილურდა ვითარება, განვითარდა ტურისტული სააგენტოების მომსახურება. ჩვენც მოგვემატა გიდების რაოდენობა", - აღნიშნა მზია ნაოჭაშვილმა.
გამოცემის ცნობით, 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი დამთვალიერებელი მუზეუმს შემდეგი ხუთი ქვეყნიდან ჰყავდა: 1. ირანი - 13 285; 2. რუსეთი - 12 207; 3. ისრაელი - 3 733; 4. პოლონეთი - 3720; 5. გერმანია - 2 168.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო