გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან
გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის.
ისინი ერთი კვირის განმავლობაში გელათის ძირითად ტაძარზე, 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული სამუშაოების ხარვეზებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.
ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს და სამოქმედო გეგმას დასახავენ. უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტები, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"