საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ დაიწყო
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ დაიწყო.
ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 13 სპექტაკლი. მაყურებელს საშუალება ეძლევა 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს. წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.
ფესტივალის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა მაყურებლებს სპექტაკლი ,,სიმართლე“ წარუდგინა.
,,ვულოცავ მთელს იმერეთს და განსაკუთრებით თეატრალურ საზოგადოებას ფესტივალის დაწყებას. დღეს გაიხსნა იმერეთის თეატრალური ფესტივალის მეთორმეტე სეზონი, რომელიც აერთიანებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თეატრალურ შემადგენლობას. უახლოესი დღეების განმავლობაში მაყურებელს ექნება ბედნიერება იხილოს ძალიან ბევრი საინტერესო წარმოდგენა,“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
პროექტს უკვე მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"