თბილისსა და რუსთავში გადაღებული ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9”-ის თრეილერი გამოჩნდა
ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9“ (“ფორსაჟი 9”)-ის ოფიციალური თრეილერი გამოვიდა, რომელშიც კარგად ჩანს საქართველოში, სხვადასხვა ლოკაციებზე გადაღებული მონაკვეთები.
„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდის გადაღებები თბილისსა და რუსთავში 2019 წლის 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. საქართველოში ჰოლივუდმა ფილმის გადაღებისთვის, დაახლოებით, 32 მლნ ლარი დახარჯა. ფილმის პრემიერა შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავორუსის გამო Fast & Furious 9-ის პრემიერა ერთი წლით გადაიდო. შარშან Universal Pictures-ის 12 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფილმის პრემიერა 2021 წლის აპრილამდე გადაიდო. ფილმის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე წერილიც გამოქვეყნდა, სადაც ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
"მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ზოგი თქვენგანი იმედგაცრუებულია, ყველას უსაფრთხოებისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია. ჩვენი გლობალური ოჯახი საშუალებას გვაძლევს ეს ეტაპი ერთად გავიაროთ. მომავალ ზაფხულს შევხდებით"- ვკითხულობთ წერილში.
ერთი წლის თავზე ფილმის თრეილერი რუსული კინობაზრისთვისაც გამოჩნდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი