Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური ცდის საბოლოო შედეგებმა პრეპარატის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა
ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური ცდის საბოლოო შედეგებმა პრეპარატის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩატარებულ კლინიკურ ცდაში მონაწილეობა 43 000-მა მოხალისემ მიიღო. აქედან 170 მოხალისის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ვაქცინა მხოლოდ 8 პირს, დანარჩენს კი - პლაცებო ჰქონდა გაკეთებული, რაც ვაქცინის 95%-იან ეფექტურობაზე მეტყველებს. იმ 10 ადამიანიდან კი, ვისაც კოვიდ 19-ის მძიმე ფორმა განუვითარდა, ვაქცინა მხოლოდ ერთს ჰქონდა მიღებული.
Pfizer- მა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მან გერმანელ პარტნიორთან BioNTech-თან ერთად შექმნა, თანმიმდევრულია სხვადასხვა ასაკობრივ და ეთნიკურ ჯგუფებში. კომპანიის განმარტებით, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში, რომლებსაც ვირუსის განსაკუთრებულად მაღალ რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან, პრეპარატის ეფექტურობა 94% -ს აჭარბებს.
კომპანია პრეპარატის დასამტკიცებლად შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას უახლოეს დღეებში გეგმავს.
Reuters-ი წერს, რომ ვაქცინის ფართომასშტაბიან გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ვინაიდან პირველ ეტაპზე აშშ-ში სამედიცნო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია იგეგმება.
არსებული პროგნოზებით, დამტკიცების შემდეგ ვაქცინის 50 მილიონი დოზა 2020 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი, 2021 წლისთვის კი ეს რაოდენობა 1.3 მილიარდამდე გაიზრდება.
სიახლეები
- რამდენად შორს წავა წულუკიანი - კომისიაზე, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და კიდევ 9 “ოცნების” ოპონენტი დაიბარონ
- “ოცნება” “ნაცმოძრაობის” დროინდელ შეზღუდვებს აბრუნებს - “მალე ქუჩაში გამოსვლასაც აკრძალავენ”
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის