"სრული ჩაკეტვა არ განიხილება, საუბარია სერიოზულ შემზღუდველ ღონისძიებებზე"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება და ამ თემაზე დღეს საღამოს დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.
„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ. კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა, წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თუმცა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.
„არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, სამი თვის განმავლობაში. განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება. ძალიან დიდი მნიშვნელობააქვს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ უფრო დიდი მისი აღსრულების კონტროლს“, – განმარტა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი