"ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასია" - ლევან რატიანი
ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანის განმარტებით, აღნიშნული დინამიკა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის თავისუფალი საწოლი არ აქვთ.
„ჩვენს ქვეყანაში მოხდა ის, რაც ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო. მართალია, ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო. დღეს 3 000-ზე მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისათვის, ვინაიდან ამ წუთში ჩვენი კლინიკის მაგალითზე, არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია, რაც ძალიან ცუდი წარმოსადგენია როგორც ექიმისთვის. 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, არ გვაქვს ადგილი, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად სიკვდილის ტოლფასია.
არ ვიცი, რა სცენარით შეიძლება განხორციელდეს ამის ბლოკადა, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ამას არათუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, არამედ მსოფლიოს ვერც ერთი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ინფიცირებულთა მომსახურებას. ამიტომ საზოგადოების, ჩვენიც, საჯარო სექტორის, ერის თუ ბერის – ყველას მოვალეობაა, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. რიგითი ექიმის მოსაზრებაა, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტა რომ მოხდეს, ალბათ, უნდა განხორციელდეს კიდევ „დარჩი სახლში“, – განაცხადა ლევან რატიანმა "პირველი არხის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე