საქართველომ კორონავირუსის ვაქცინაში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა
საქართველომ კორონავირუსის ვაქცინისთვის 4 მილიონი დოლარი უკვე გადაიხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სულ ვაქცინის შესაძენად 17 მილიონი დოლარია გამოყოფილი
მისივე თქმით, სულ ვაქცინა, რომელიც ორჯერ უნდა გაკეთდეს, 700 000 ადამიანისთვის იქნება გათვალისწინებული.
„სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით, 8 მილიარდი დოზა. ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს - პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით. როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება რეგულატორების მიერ, საქართველო მიიღებს პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება 700 ათასამდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან რისკ-ჯგუფები“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, შეიძლება რისკ-ჯგუფებში ცვლილებები შევიდეს და მათი რიცხვი გაიზარდოს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს