"მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზება" - გამყრელიძე
თუ ჩვენ ყველა შემთხვევას კარგად ვმართავთ და კარგი ტრიაჟი იქნება, საქართველოში საწოლფონდის დეფიციტი არ უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზება.
„დღეს ქვეყანაში 16 887 აქტიური შემთხვევა გვაქვს, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები ბინაზე იყვნენ და სტაციონარში მოხვდნენ ისინი, ვისაც ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება. დღეს სტაციონარებში მობილიზებულია დაახლოებით 5700 საწოლი და ამდენივე - კოვიდსასტუმროებში. მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზაცია და მომავალ თვეში ეს რიცხვი გაიზრდება. წესითა და რიგით, თუ ჩვენ ყველა შემთხვევას კარგად ვმართავთ და კარგი ტრიაჟი იქნება, საქართველოში საწოლფონდის დეფიციტი არ უნდა შეიქმნას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო