"ისმის კრიტიკა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია" - გამყრელიძე
„ისმის კრიტიკა, ამაზეც საუბრობენ, რომ რა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთ საათზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მობილობის შეზღუდვა, ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
,,სამეცნიერო ლიტერატურაში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა. ისევე, როგორც სხვა შეზღუდვები და რაც მთავარია, პრევენციული ღონისძიებები. ცალკე აღებული ერთი შეზღუდვა არაფერს მოგვცემს, თუ ის კომპლექსში არ არის, რამდენიმე ღონისძიებასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო