"პიკში შევდივართ და რამდენ ხანს გაგრძელდება, ამის პროგნოზირება რთულია"
შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრილეძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ნოემბრის მეორე ნახევარში კორონავირუსის ინფექციის პიკი იქნება.
„პანდემია კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება. ის უკან არ იხევს და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. იგივე ჩანს ჩვენი ქვეყნის მაჩველებელზეც, რასაც ვსაუბრობდით, დაახლოებით ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება რთულია ამის პროგნოზირება. ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის, გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება. გვექნება შემთხვვების ზრდაც. ამიტომ ყველა მათგანისთვის ერთიდაიგივე პრევენციული ღონისძიებებია - პირბადე, დიტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა“,-განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი