ინფიცირებულებს კოვიდკლინიკების გარდა, სხვა საავადმყოფოებიც მიიღებენ
საქართველოს მასშტაბით ყველა მესამე და მეოთხე ემერჯენსის ლიცენზიის მქონე კლინიკა კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის მინისტრისა და კოვიდ კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც გააჩნია მესამე - მეოთხე დონე ემერჯენსის ლიცენზია, მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე კოვიდით, რეგიონული პრინციპის მიხედვით, რაც შვებას მისცემს როგორც 112-ს, ასევე კოვიდ კლინიკებს და თავად მოსახლეობას.
პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში, ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან კოვიდ სასტუმროებში ან ბინაზე. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული და დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, მესამე და მეოთხე დონის ემერჯენსებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მიხედონ და ჩაუტარონ მენეჯმენტი შესაბამისი პროტოკოლით“,- განაცხადა რატიანმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს