"მივმართავ ყველას, ვინც ამ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავი შეიკავონ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„მესმის, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები იქნება, მაგრამ თხოვნა და მოწოდებაა თითოეული ადამიანისადმი, ვინც დღეს ამ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, ადამიანის უფლებებიდან უპირველესი არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ყველამ გავუწიოთ ამას ანგარიში.
ჯერჯერობით ჩვენთან გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობა, შეფარდებითი მაჩვენებლი მაღალი არ არის, თუმცა თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა. ეს მაჩვენებლი გვეზრდება ქვეყანაში და გაიზრდება, გაიზრდება ასევე ინფიცირებულებთან მიმართებაში. თითოეული დამატებული ახალი ინფექცია არის რისკი გართულების, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში და ვისაც პარალელურად ქრონიკული დაავადებები აქვთ. ამიტომ მოვუფრთხილდეთ, დიდი თავშეყრები არის ინფექციის შემდგომი გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკი. მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, დავიცავთ რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე