ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, 26 წლის გოგოს კორონავირუსი ჰქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.
გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ ჰქონია. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ტესტზე პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს, ასევე აცხადებენ, რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა სახლის დეზინფექცია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი