,,ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე" - ჯანდაცვის მინისტრი
ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი კვირის წინ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა მაშინ შეძლეს.
,,სამწუხაროდ დღეს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. ეს პაციენტი გახლავთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, ასევე, ჩვენ გვქონდა ერთი ეპიზოდი ერთი კვირის წინ, როდესაც პაციენტს ჰქონდა გულის გაჩერება, მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- “რეგიონული განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მთავრობა ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ამ მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
- “ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა” - გოგი გვახარია
- “ისრაელ-ირანის კონფლიქტი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარსულს ჩაბარდა” - პუტინი
- “საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა არის მთავარი თემა” - გიორგი ვოლსკი
- “ძალიან ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ” - ეკა სეფაშვილი