ტოვებს თუ არა ვირუსი იმუნიტეტს - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგივი განმარტავს, რომ კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია აღწერილი, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს ტოვებს.
კულუმბეგოვის თქმით, თუ ადამიანი კორონავირუსს გადაიტანს, ის მინიმუმ ნახევარი წელი დაცული იქნება რეინფიცირებისგან.
„ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი უცხო აგენტის შეჭრისას, ორგანიზმი ორი ტიპის იმუნიტეტს ავითარებს: ერთია ანტისხეულები - ესაა მობილური „დესანტი“, „ჯარისკაცები“ და ამას ებრძვის მეორე „ბატალიონიც“ - T-ლიმფოციტების. ამას ჰქვია უჯრედული იმუნიტეტი, რომლებიც ბაზირებული და მყარად არიან, ანუ, ასე ვთქვათ, არ მოძრაობენ. შეიძლება, ინფექცია გადავიტანო და ეს ანტისხეულები არ მესაზღვრებოდეს ან ძალიან დაბალი მქონდეს, ვთქვათ, 2,3,4 თვეში დამეკარგოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ T-ლიმფოციტური იმუნიტეტი არ მაქვს.
სხვათა შორის, ეს კაროლინსკას ინსტიტუტმა დაადგინა, სადაც ნობელის პრემიას გასცემენ მედიცინის სფეროში, შვედეთში. იმდენად მაღალია შიდასაზოგადოებრივი გავრცელება აშშ-ში, ევროპის ყველა ქვეყანაში, აუცილებლად იქნებოდა რეინფიცირების ასეულობით და ასიათასობით შემთხვევა. მსგავსი შემთხვევები კი არ ფიქსირდება. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა პუბლიკაციების დონეზე აღწერილი. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მხრივ, მშვიდად უნდა ვიყოთ. თუ გადაიტანს ადამიანი ვირუსს, მინიმუმ, ნახევარი წელი დაცული იქნება“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე