"100 ავადმყოფიდან 97-ს გამოავლენს ეს ტესტი" - რა სიახლეზე საუბრობს პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტებს, რომელსაც აქამდე უმეტესად სატვირთო მანქანების მძღოლების შემთხვევაში იყნებდნენ, ამიერიდან უფრო ფართოდ გამოიყენებენ.
იმნაძის განცხადებით, სამხრეთ კორეული წარმოების ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები რეკომენდირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და მათი ცდომილება მინიმალურია.
„უკვე დაიწყო ანტიგენის ტესტის უფრო ფართო გამოყენება, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე ანტიგენის ტესტი გამოიყენებოდა ჩვენს მიერ მხოლოდ სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოდიოდნენ. ახლა უფრო გაფართოვდა ამ ტესტების გამოყენება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სულ ორი ანტიგენის ტესტია რეკომენდირებული გამოსაყენებლად და ამ ორიდან ერთ-ერთია ეს, სამხრეთ კორეული წარმოების. მისი მგრძნობელობა თავიდან იყო 84%, ახლა არის - 96,52%, ხოლო სპეციფიურობა 99,68%. ანუ 100 ავადმყოფიდან 97-ს გამოავლენს ეს ტესტი. თუ ადამიანს არ აქვს კოვიდი, ყველა შემთხვევაში, ის იქნება უარყოფითი. ეს ტესტები არის მაღალი მგრძნობელობის და მისი გამოყენება უკვე დაშვებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასევე შეერთებულ შტატებშიც არის დაშვებული. ასე, რომ ჩვენც მივყვებით მსოფლიო პრტაქტიკას და ჩვენთანაც გამოყენებული იქნება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები. ამ ტესტებს ცდომილება აქვთ ყველაზე უფრო მინიმალური, ამიტომ თუ ადამიანს არ აქვს კოვიდი, ამ ტესტის პასუხი ყველა ვარიანტში იქნება უარყოფითი. ეს ტესტები დაშვებულია, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს მიერ და ჩვენც მივყვებით ამ რეკომენდაციას. გარკვეული ცდომილება კი ყველა ტესტს გააჩნია“, - განაცხადა იმნაძემ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას