რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ სტაციონარში - კულუმბეგოვის განმარტება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში არ ექვემდებარება კოვოდინფიცირებული ბინაზე მკურნალობას და როდის უნდა გადავიდეს ის სტაციონარში.
„ერთადერთი საშიშროება არის სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება მჯდომარე პოზიციაში, როდესაც არ იტვირთება, თუ გულმკერდის არეში იგრძნო რაიმე ტკივილის ან მოჭერის მსგავსი შეგრძნება, ან ოჯახის სხვა წევრმა შეამჩნია რომ უჩვეულო სიფერმკრთალე აქვს, ან სილურჯე აქვს ტუჩების ირგვლივ, ასევე ცნობიერების დაბინდვას თუ გრძნობს, ეს არის ის ნიშნები, რომლის ფონზეც ნებისმიერი კოვიდდაავადებული ადამიანი მიმართავს ექიმს და გადადის აუცილებლად სტაციონარში", - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე