როგორ დაინფიცირდა კორონავირუსით მამუკა ხაზარაძე
,,ეს იყო ჩემი ვარაუდი, რომ სელფის გადაღებისას დავინფიცირდი. როგორც გაირკვა, იმ გოგონას, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე სელფი გადაიღო ჩემთან, რა დროსაც მოვიხსენი პირბადე, არ დაუდასტურდა კოვიდი", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული.
მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
,,ოფისში და ჩემ გარემოცვაში ყველამ ჩაიტარა ტესტირება და არავის დაუდასტურდა, ჯერჯერობით წყარო უცნობია. ჩემი ოჯახი და თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ჩემი ვირუსი დაიწყო სიცხითა და შემცივნებით. ჩავიტარე ტესტი, კვირა დილას დამიდასტურდა. ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები, სიცხე მიწევს პერიოდულად. ყველას მოვუწოდებ, მხნეობა არ დაკარგონ. ეს არის დროებითი გამოწვევა და პრობლემა.-მთავარია, ვიყოთ მხნედ და შინაგანად დავამარცხოთ ვირუსი, პირველ რიგში, განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ,,ტვ პირველის" ეთერში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი