მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია
მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, ის ნინო წილოსანის კონტაქტად ითვლება, რის გამოც, ეპიდემიოლოგებმა თვიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მისცეს.
„ძალიან მაღალი შეიძლება არ იყოს რისკი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როგორც ეპიდემიოლოგებმაც გვირჩიეს, სჯობს, რომ ამ 15-წუთიანი კონტაქტის გამოც, ჩვენ გადავიდეთ თვითიზოლაციაში. ბუნებრივია, რისკის ქვეშ ვერავის დავაყენებ, ამიტომ ვარ სახლში, ვარ მარტო და ტელეფონით ვცდილობ იმ საქმეების გაკეთებას, რასაც ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დატვირთვით ვაკეთებდი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ "რუსთავი 2-თან" საუბარში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო