"სასწრაფომ არ წამიყვანა, 4 კილომეტრი და აღმართები ფეხით ვიარე" - ნოდიკო ტატიშვილი
კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი აცხადებს, რომ ის კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ სასწრაფომ სახლში არ გადაიყვანა და შინ ტაქსით დაბრუნება შესთავაზა.
ნოდიკო ტატიშვილის თქმით, მან ტაქსით წასვლაზე უარი თქვა და დაახლოებით, 4 კილომეტრი ფეხით იარა.
"გამოკვლევები რომ დამთავრდა სასწრაფოს ვურეკავდი, გადავეყვანე სახლში და მითხრეს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი ტაქსით უნდა წავსულიყავი. ვუთხარი, რომ არც ერთ შემთხვევაში ტაქსიში არ ჩავჯდებითქო, დამაკვალიანეს, რომ სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის კოვიდპაციენტის სახლში გადაყვანაო. ავდექი და ფეხით წავედი სახლში. აქედან სახლამდე არის დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი, აღმართები და ა.შ.
სახლში მისვლისთანავე ვიყავი ძალიან ცუდად, მივხვდი, რომ უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა. გუშინწინდელ ამბებს გიყვებით.
გუშინ გადმოვედი უკვე ბოჭორიშვილის კლინიკაში და მადლობა, საოცარი მედპერსონალია, მეც და ყველას ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ," - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს