იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 168 კი თბილისში.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
„აჭარაში 207დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თბილისში - 168 , იმერეთში -117 შემთხვევა დადასტურდა, გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა გვაქვს , სამეგრელო და ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"