ინფიცირებულთა რაოდენობით თბილისი პირველ ადგილზეა
საქართველოს რეგიონებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების მიხედვით თბილისი პირველ ადგილზეა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 523 შემთხვევიდან 194 თბილისში დადასტურდა, 172 აჭარაში, 117 იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, 4 შიდა ქართლში, 16 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა მთიანეში 1.
"სამწუხაროდ ახლა პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ... აჭარაში, საბედნიეროდ იკლო შემთხვევებმა, მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი",- აღნიშნა ენდელაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო