"დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება" -იმნაძე
თუ ქვეყანაში ასეთი რამდენიმე წერტილი გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სოფელ ლენჯერის შემთხვევასთან დაკავშირებული 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 შემთხვევა უკვე თბილისში მყოფ ადამიანებს დაუდასტურდა. გუშინ იქ 400-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და ამ 400-დან არის ეს 12 ახალი შემთხვევა. 600-მდე ტესტის ნიმუში უკვე ქუთაისშია, 400-ზე მეტი კი ზუგდიდში, დაწყებულია მათი შესწავლა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს – გუშინ ეს იყო 4 სოფელში, დღეს კი არეალი გაფართოვდება. ამასთან ერთად, კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფი იმყოფება ყაზბეგის რაიონში. 3 ადამიანია იქ ინფიცირებული და, საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტი არაა. იქაც მიმდინარეობს კვლევა და დღეს ჩამოვა ყველა ნაცხი. 30 შემთხვევა დაკავშირებული ერთ კერასთან ეს არის ძალიან ბევრი, ამიტომ ის ღონისძიებები რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში ოპერატიულად იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაქსიმალურა დმომხდარიყო შეკავება, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეთ, რომ თუ ასეთი ქვეყანაში რამოდენიმე წერტილში გაჩნდება დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, იმიტომ, რომ არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ასეთი ცალკ-ცალკე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები" - განაცხადა იმნაძემ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს