"გავხსენით საზღვრები..."- რამ გამოიწვია ინფიცირების შემთხვევათა მატება
"გაიხსნა საზღვრები, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მომატებული რისკია,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"დღეს გვაქვს 25 ახალი შემთხვევა და მაისის შემდეგ ჩვენ ამდენი შემთხვევა არ გვქონია, მაინც გეტყვით რომ სიტუაცია კონტროლირებადია. პროგნოზირებადი იყო თუ არა ზოგადად შემთხვევების მატება აგვისტოში, გეტყვით, რომ დიახ პროგნოზირებადი იყო. მოგეხსენებათ რომ ჩვენ გავხსენით თანდათან ეკონომიკა, მთელ რიგ ქვეყნებთან გაიხსნა საზღვრები, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მომატებული რისკია. რატომ მოხდა ეს სვანეთში, ამას ჩვენ ახლა ვიკვლევთ. ერთ-ერთი მიზეზი ამ გავრცელებისა არის, რომ ქვეყანაში შეიქმნა ილუზია, რომ თითქოს ჩვენ უკვე დავამარცხეთ ვირუსი და სრულად ვუბრუნდებით იგივე ცხოვრებას,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო