გერმანელმა მეცნიერებმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პირბადეების ეფექტურობა დაადასტურეს
გერმანელი მკვლევარების მტკიცებით, დამცავი პირბადეების აუცილებელი გამოყენება 40%-ით ამცირებს COVID-19-ის გავრცელებას.
მოცემული მომენტისათვის პირბადე წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას პანდემიასთან საბრძოლველად. მას შემდეგ, რაც გერმანიაში მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა, ახალი შემთხვევების დინამიკის მიხედით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნიღბები მნიშვნელოვნად ამცირებს დასნებოვნების რიცხვს.
პანდემიის დროს პირბადის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო აღმოჩნდა, რამაც სამეცნიერო საზოგადოება გაყო. ინგლისში ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორშაბათიდან სავალდებულო გახდება, თუმცა ეს განცხადება ზოგიერთმა მეცნიერმა გააკრიტიკა არასაკმარისი მტკიცებულების საფუძველზე. მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ დამაჯერებელი არგუმენტების გარეშეც, სახლში შეკერილი ნიღბებიც კი კარგი ბარიერია ვირუსის წვეთოვანი გზით გავრცელებისთვის.
პირბადეების ეფექტურობის შეფასების ერთ-ერთი სირთულე ის არის, რომ მათ ადამიანები სხვადასხვაგვარად ხმარობენ. კვლევის ავტორების თქმით, 6 აპრილიდან ქალაქ იენში მაღაზიებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი გახდა პირბადეს ტარება, რის შემდეგაც დასნებოვნების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ორი კვირის შემდეგ, ასეთი წესი მიიღეს საქსონიაშიც, სადაც ასევე დაფიქსირდა დაავადების ახალის შემთხვევების შემცირება. ამჟამად ნიღბების რეჟიმი მთელ გერმანიაშია დაწესებული.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო