საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია და ის ე.წ "ეროვნული ბანკის" კლასტერიდანაა. მამაკაცი ბანკის საცავში მუშაობდა.
პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
როგორც კლინიკურის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტი პირველივე დღიდან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რადგან ვირუსის ფონზე მძიმე პნევმონია ჰქონდა განვითარებული.
"გარდა ამისა, განვითარდა სეფსისი, სეპტიური შოკი. ამასთან, პაციენტს ჰქონდა სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პირველივე დღიდან მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც უმძიმესი. პაციენტი პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა" - განაცხადა ტურძელაძემ.
ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტს ბოლო დროს COVID-19 აღარ ჰქონდა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო