"თუ ამ ტემპით წავალთ, მეორე ტალღას შევუერთდებით" - ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ, თუ კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა ასეთი მომატებული ტემპებით გაგრძელდება, მეორე ტალღა გარდაუვალია.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს, დაიცვას რეკომენდაციები და აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან არ გავიდეს.
„მეორე ტალღა ნიშნავს, რომ ერთი ჩამთავრდება. ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება. ამ მდგომარეობას ვერც მედპერსონალი შეინარჩუნებს, ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც თავგამოდებული მუშაობით არაჩვეულებრივად მოდიოდნენ და მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლირება. ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არ არის სწორი.
შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ არსებული უნარ-ჩვევები: არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა შევქმნათ ჩვენ თვითონ თავყრილობისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან აუცილებელი მიზეზების გარეშე, თორემ მეორე ტალღამდე ჩვენ მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას, გაგრძელდება პირველის გადაბმა მეორეზე, თუ ამას მოსახლეობა დიდი პასუხისმგებლობით არ შეხედავს.
კოვიდი არსად მიდის ჩვენთან რჩება და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება. თავი უნდა დავიცვათ, რომ ერთმანეთს არ შევუქმნათ ინფიცირების პირობა. ვთხოვ ყველას, განსაკუთრებული პასუხისმგბელობით მოეკიდონ ამ პრობლეამას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს