"შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ბეწვის ხიდი" - მარინა ეზუგბაია
მე მგონი ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული ყველა კონტაქტის შესწავლა მოხდება.
,,გარკვეულწილად, ეს საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება, თავიდან ბოლომდე. ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე, არა მგონია მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება. ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფლებში: გეტასა და მუშევანში და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქაც ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, კიდევ ორი კვირა დაგვჭირდება და 14 დღის შემდეგ კონტაქტების კვლევისას დადასტურებული შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არამგონია, რომ იყოს ლაპარაკი გამკაცრებაზე, თუმცა, მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არ არის საჭირო, ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს. თვითშეზსღუდვები საკუთარ თავებს უნდა დავუწესოთ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს