"რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია - მიგრანტებს აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა"- მაია ბუწაშვილი
გახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა - მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია იმის რისკს ქმნის, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინებამ მოიმატოს.
„რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია. იცით, რომ მიგრაცია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შესაბამისად, იმის რისკია, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინება მაღალი იყოს. საკმაოდ, ხშირია სქესობრივი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამიტომ, სულ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსის ძალიან დიდი პრობლემაა, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს სიფრთხილის ზომები. სახელმწიფოს დონეზე კი უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, მოსახლეობა ხშირად უნდა გავაფრთხილოთ, რომ ახსოვდეთ ეს დაავადება. ასევე, მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოს მათი მკურნალობა“,- აღნიშნა ინფექციონისტმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს