როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში
გასული ერთი კვირის (13.06.2022-19.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში 482 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 78 650 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 72 494, „პისიარ“ ტესტით – 6 156.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.78%.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი