საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პირი
საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 287 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 617, „პისიარ“ ტესტით – 1 670.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 0,99%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,85%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 170 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 198 გამოჯანმრთელდა, 16 810 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 882 520 აცრა, დღიურად აცრილია 425.
ამასთან, 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 237 პაციენტი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი