"შეიძლება "ომიკრონის" პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ.."
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, "ომიკრონით" რეინფიცირების შემთხვევები უკვე აღწერილია.
იმნაძის განმარტებით, "დელტა“ ვისაც გადატანილი აქვს, იმას "ომიკრონი“ ემართება.
"სამწუხაროდ, ეს შემთხვევები უკვე აღწერილია. საქართველოში "ომიკრონის" პირველი შემთხვევები დეკემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდა და ამიტომ ჩვენთან "ომიკრონის“ რეინფიცირება არ აღგვიწერია, მაგრამ „ომიკრონით“ დაინფიცირება, ვისაც კორონავირუსის სხვა ვარიანტები ჰქონდა გადატანილი, საკმაოდ ხშირია.
"ომიკრონით“ რეინფიცირება სხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყო გავრცელება, უკვე აღწერილია.
ჩვენ ხომ ვიცით, "ომიკრონის“ 2 ვარიანტი "დადის“ ძირითადად, შეიძლება პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ, ეს სხვა ქვეყნებში სამწუხაროდ უკვე აღწერილია.
"დელტა“ ვისაც გადატანილი აქვს, იმას "ომიკრონი“ ემართება. "დელტა“ მეორედ ესეც შესაძლებელია, მაგრამ ეს ნაკლებად ხდებოდა ხოლმე იშვიათად მაგრამ ხდებოდა ხოლმე. 100 %-იანი სამწუხაროდ არაფერი არაა მედიცინაში და ბიოლოგიაში.
მაგრამ „ომიკრონის“ გადატანის შემთხვევაში „დელტათი“ დაინფიცირება რამდენად შეიძლება დაფიქსირდა, ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან სამწუხაროდ ამის შესახებ კვლევები არ გამოქვეყნებულა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"