მოსახლეობას საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების ისეთ ადგილებში ყიდვისგან, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არ არის.
მათ ცნობით, ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები, უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.
სესი და FAO რეკომენდაციებსაც ავრცელებენ, თუ რას უნდა მიექციოს ყურადღება ხორცის ყიდვის დროს:
"ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება", - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს