ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ უსიმპტომო კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე ვადა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს.
მისივე თქმით, წამყვანმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია.
„პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უდასტურდებათ კოვიდინფექციის არსებობა, მაგრამ არ აქვთ არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა გამოხატული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე და სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მათ გადამდებლობის უნარი და ეპიდემიოლოგიური საფრთხე 5 დღის შემდეგ პრაქტიკულად ეკარგებათ. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია. ჩვენმა ქვეყანამაც, რაც შეიძლება სწრაფად და მყისიერად უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო