"მოსალოდნელია "ომიკრონის" შემთხვევების მატება"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ დღეისთვის კლინიკური სექტორის დატვირთვა მაღალი არ არის, თუმცა ინფიცირების დღიური საშუალო მაჩვენებელი საყურადღებოა. მისივე პროგნოზით, "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო მოსალოდნელი შემთხვევების მატება.
„ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, „ბუსტერი“. ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ყოველდღე იმართება შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიცისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ დამატებით, რა რესურსის მობილიზებაა საჭირო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. იმ პროცესების გამართვაზე, რაც დღეს ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დიდი ნაკადები მართონ.
საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე დაგროვდა შემთხვევები, რომელიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2000 შემთხვევა არის, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში. რა თქმა უნდა, საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელია. ამას კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის გარემოება, რომ მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება. დღეისთვის დადასტურებულია 148 შემთხვევა“,- აღნიშნავს გაბუნია.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი