ქვეყანაში "ომიკრონის" რაოდენობის ზრდა გვექნება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელძე აცხადებს, რომ საქართველოში "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევების წილი სრულ, საერთო დადებითებში ამ დროისთვის 0.6-0,7%-ია, თუმცა სპეციალისტები მისი მოცულობის ზრდას ვარაუდობენ.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში სულ 51 შეთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რამდენიმე ათეულ საეჭვო შემთხვევას კი კვლევა უტარდება.
"18 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვია, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას აქვს ძირითადი, სხვა დაავადება, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო.„ომიკრონის“ გავრცელების გამო საფრთხეები ნამდვილად არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორშაბათიდან ყოველკვირეულ ანგარიშს გამოაქვეყნებს იმის თაობაზე, რა წილი აქვს „ომიკრონს“ ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციაში. პირველი ესეთი ნედლი გაანგარიშება გაკეთდა პარასკევს და „ომიკრონის“ დადებითობის წილი საერთო დადებითებში დაანგარიშებული იქნა როგორც 0,6-0,7 %. ვნახავთ, ამ წილის როგორი ზრდა იქნება ერთი კვირის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს